პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლითაც ის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს მიმართავს, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება.
როგორც მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, „სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება“.
„კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის, რომ „ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება“, – წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუკში“.
სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება. კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ…
Posted by Papuna Janelidze on ორშაბათი, 12 მაისი, 2025
ცნობისათვის, ღია წერილში, რომლითაც ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიმართავს, კობახიძე აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.