LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძე: „მე არავის სახელით არ ვსაუბრობ, არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას ან ჯგუფს, არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს – საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის ერთადერთი მიზანია, ადამიანებთან მივიტანო პროტესტი“

187
მიხეილ ჯანელიძე

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი მისვლის ერთადერთი მიზანი არის, რომ ადამიანებთან, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მივიტანო პროტესტი“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ ჯანელიძე განმარტავს, თუ რატომ დათანხმდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საჯარო დებატებს.

მიხეილ ჯანელიძე და თინათინ ხიდაშელი საქართველოს პირველ არხზე ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილთან დისკუსიას დათანხმდნენ

„1. მე არავის სახელით არ ვსაუბრობ. არ წარმოვადგენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს. არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს.

2. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი მისვლის ერთადერთი მიზანი არის, რომადამიანებთან, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მივიტანო პროტესტი. ყველას გვყავს ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო.

ირაკლი კობახიძე პირდაპირ ეთერში საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს

„ჯერჯერობით ვიცი მხოლოდ ის, რომ საზმაუსგან არის თანხმობა, მათ ეთერში შედგეს დებატები, ხვალ 22:00 საათზე, 4 ყოფილ მაღალი თანამდებობის პირს შორის“ – თინა ხიდაშელი

„ჯერჯერობით ვიცი მხოლოდ ის, რომ საზმაუსგან არის თანხმობა, მათ ეთერში შედგეს დებატები, ხვალ 22:00 საათზე, 4 ყოფილ მაღალი თანამდებობის პირს შორის“ – თინა ხიდაშელი

3. ირაკლი კობახიძის სტუდიაში ყოფნა ასეთი აუდიტორიის მეტ ყურადღებას გამოიწვევს. ის ჩემთვის დიდი ხანია არაფერს წარმოადგენს.

„სამი სუბიექტია – ჯანელიძე, ხიდაშელი და „გირჩი“, მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს“ – პრემიერი საჯარო დისკუსიაზე

4. ძალაერთობაშია!“, – წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“და აღნიშნავს, რომ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის საკითხზე პირველი არხიდან ჯერ არავინ დაჰკავშირებია.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, დღეს, 22 საათზე, საჯარო დისკუსია გაიმართება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანების საკითხზე.

„მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ ადამიანების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, მზად ვართ დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში“ – კობახიძე ჯანელიძესა და ხიდაშელზე

საჯარო დისკუსიაში ხელისუფლებიდან მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიღებენ, მეორე მხარეს კი თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები – თინა ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე იქნებიან წარმოდგენილი.

თინა ხიდაშელი: „ფორმატი არის ერთი – ერთი-ერთზე ტელევიზიაში, ლოგიკური არჩევანია საზმაუ. სულ ეს არის. ან მოდის ან უბრალოდ მშიშარაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g