LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

243
მიხეილ კალანდია

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

როგორც ცნობილია პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ბრალდებულის დარბაზში შეყვანისას კალანდიას ნათესავები ტაშით შეხვდნენ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2 დღის წინ დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები