LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ხიდურელი – „ალიბაბას“ საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული პავილიონი განთავსდება

337
მიხეილ ხიდურელი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ჩინეთში, ქალაქ ჰანჭოუში, „ალიბაბას“ სათაო ოფისში შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა „ალიბაბას“ საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული პავილიონის განთავსება განიხილეს. ვებგვერდს 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

„საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა „ალიბაბას“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან. გვინდა, საქართველო რაც შეიძლება მალე შეუერთდეს მსოფლიოში უმსხვილეს B2B პლატფორმას ეროვნული პავილიონით. ეს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეწარმეებს საგრძნობლად განავითარონ ბიზნესი და პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

„ალიბაბა“ 1999 წელს დაარსდა და ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ამჟამად 6 ბიზნეს ჯგუფს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g