LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი – 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ამ პარტიის ხელისუფლება შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში

172
misha.png

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვებას ულოცავს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ამ პარტიის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში .

“მინდა მივულოცო ჩემს თანაპარტიელებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, „ევროპის სახალხო პარტიაში“ ხმის უფლების მოპოვება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პირველებს საქართველოდან უკვე შეგვიძლია ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემა, „ნაციონალები“ გავხდით პირველი ასეთი ქართველები. მაგალითად, გუშინ ჩვენი 4 ხმა მივეცით ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის თავმჯდომარედ წამოყენებას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო პირველი ქართული პარტია, რომელიც გავიდა ევროპულ არენაზე. 2004-ში პარტიის ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ამ პარტიის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში.

მიუხედავად პატიმრობისა, მე მივიღე ოფიციალური მოწვევა დავსწრებოდი გუშინდელ ყრილობას და ჩემი მიმართვა წაკითხული იყო ათასობით დელეგატის წინაშე, გიორგი ბარამიძის მიერ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g