LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „ახლა ერთობა არის მთავარი – არ მესმის და სასოწარკვეთაში ვვარდები, როცა ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებებზე იწყებენ, მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია, ქვეყანას ვკარგავთ, საქართველო იღუპება“

143
მიხეილ სააკაშვილი

„ერთობა არის ახლა მთავარი. მე არ მესმის და სასოწარკვეთაში ვვარდები, როცა იწყებენ ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებებზე“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან სასამართლო სხდომაზე ჩართვისას აღნიშნა, მისი და მისივე პარტიის მოწოდება არის ერთიანობა:

„მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია, ქვეყანას ვკარგავთ, საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე, რა პარტია, ვის გაახსენდება თქვენი პარტია და პროგრამები? ჩვენ დღე, როგორც არასდროს, გვჭირდება ყველა წყენის დავიწყდება.

მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ყოველთვის ხმას აძლევდა ივანიშვილს – ცხვრებს, პირდაპირ უფსკრულისკენ მიერეკებიან, გამოეყავით ამ ფარას, ნუ იქნებით ცხვრები, ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს, განვითარებას თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის.

თქვენს თავზე იფიქრეთ, თუ ქვეყანაზე არ ფიქრობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანაზე ფიქრობთ და ქვეყანა გიყვართ. როდესაც არ გვქონდა ერთობა, შევარდნაძე იძულებული იყო ქვეყანა დსთ-ში შეეყვანა, მაშინ რუსეთი არ იყო საკმარისად ძლიერი, რომ მთლიანად ჩავეყლაპეთ. აი, ახლა უკვე ჩაგვყლაპავს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, ახლა ნებისმიერ დათმობაზე წასვლის დროა, მათ შორის, შესაძლოა, ეს იყოს საერთო სია და ნეიტრალური საარჩევნო ნომერი.

„ჩემი მოწოდება არის ერთობისკენ. ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დათმობაზე წასვლისთვის: ნეიტრალური ნომერი, საერთო სია. ყველამ უნდა გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს იმიტომ, რომ მსოფლიო აღტაცებით უყურებს საქართველოს. რამდენად აქტიური ვიქნებით, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც მანვე აღნიშნა, ერთიანი და მტკიცე ძალა არის ის, რაც აიძულებს მთავრობას, რომ გადადგას ნაბიჯები.

„მათ გვითხრეს, რომ ქვეყანა უნდა დაამშვიდონ. ქვეყნის დამშვიდება არის დიქტატურის ახალი განმარტება. სიმშვიდე, როგორც მათ უნდათ, არის სასაფლაოზე. მათ უნდათ საქართველოს მოკვლა და ამგვარი დამშვიდება.

ქვეყანას დაეუფლნენ ყაჩაღები და ისინი აპირებენ, როგორც თვითონ ამბობენ, „ქვეყნის დამშვიდებას“, ე.ი ყელის გამოჭრას საქართველოსთვის და თითოეული მის მცხოვრებისთვის, მომავლის ყველა გზის გადაკეტვას“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პოპულარულები