თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ონლაინრეჟიმში ჩართვის დროს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლია:
„ალეკო ელისაშვილი, „ვივამედში“ მოიყვანეს. რამდენიმე თვის წინ, დამამახსოვრდა, ალეკომ ტელევიზიით თქვა, რომ სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო.
ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში… გამოვხატავ სრულ სოლიდარობას შენ მიმართ. ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი ხარ და ყველა, ვინც არ გამოხატავს ალეკოს მიმართ სოლიდარობას, ის მერე ხვალ, თვითონ გახდება ასეთი მოპყრობის და ასეთი დაჭერის მსხვერპლი. ნახეთ, რა კომპრომატებს და ცირკებს დგამენ“ – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს