LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, უფრო მნიშვნელოვანია აქციების განგრძობადობა, წინააღმდეგობის ხარისხი და ორგანიზატორების პრინციპულობა“

133
მიხეილ სააკაშვილი

„დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. უფრო მნიშვნელოვანია აქციების განგრძობადობა, წინააღმდეგობის ხარისხი და ორგანიზატორების პრინციპულობა“, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კუპრაძე: „ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავლილია… ჩვენ ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის და არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას“

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ შევძლებთ და შემდეგ იმდენი, რამდენიც საჭირო გახდება“.

„26 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის შიგნით და გარეთაც ჩართულმა საზოგადოებამ სრულად ჩააბარა გამოცდა, აჩვენა თვითორგანიზების სასწაულები.

ახლა ხალხი ძალიან გაბრაზებულია, გადაიზრდება თუ არა ეს გაბრაზება მძლავრ საპროტესტო მოძრაობაში, დამოკიდებულია პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის ლიდერობაზე და თანმიმდევრულობაზე.

ყველა, მსოფლიოში, ვინც თვალს ადევნებს საქართველოს, ერთი მხრივ, გაოგნებულია არჩევნების მოპარვის თავხედურობით, მეორე მხრივ ელოდება იმას, აღმოაჩნდება თუ არა ქართველ ხალხს წინააღმდეგობის უნარი, ჩვენდამი მხარდაჭერა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

მთლიანობაში, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ჩვენი მომავალი მთლიანად ჩვენ ხელთაა.

ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ არა მხოლოდ არჩევნები მოიპარეს, არამედ საქართველოში დამყარდა დიქტატურა, რომელიც ახლა გაყურსული ელოდება იმას, რომ ქართველებმა შეირგონ „ახალი რეალობა“ და შემდეგ აპირებს საბოლოოდ მოამთავროს დარჩენილი თავისუფლებები და განახორციელოს მასობრივი რეპრესიები. ასევე მზადდება საქართველოს დიდი ეთნიკური წმენდა. კიდევ მილიონამდე ადამიანის იძულება დატოვონ ქვეყანა.

ჩვენ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს. რა თქმა უნდა, გვჭირდება მოთმინებაც, მაგრამ მოთმინებაზე მეტად გვჭირდება აგრესიული წინააღმდეგობა უკვე დე-ფაქტო დამყარებული დიქტატურისადმი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკა მელიას ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ

დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. უფრო მნიშვნელოვანია აქციების განგრძობადობა,…

Posted by Mikheil Saakashvili on ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g