ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენს დეპუტატზე, უმაგრეს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და მისი დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი და შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი.
ამასობაში ერთ-ერთი ქოცი გულანთებულ პატრიოტ მოქალაქეს, რომელსაც სიმართლე უთხრა პირში, “მიშას მონას” ეძახის. ის კი არ იცის ამ ბრიყვმა, რომ არაფერი ისე არ მეზიზღება, როგორც მონები. მე ყოველთვის ვეძებდი და ვახალისებდი ძლიერ პიროვნებებს თავისი დამოუკიდებელი აზრით, იმიტომ, რომ ახალი ქვეყნის მშენებლობა მხოლოდ ასეთებს შეუძლიათ, ხოლო მონას შეუძლია მხოლოდ ნგრევა და ქვეყნის მოსპობა, ამიტომ ეზიზღება ჭორვილელს თავისუფალი ადამიანები და გარშემო მხოლოდ კარიკატურები შემოიკრიბა.
ესენი თავისუფალ ადამიანებთან 26-ში აუცილებლად მწარედ დამარცხდებიან!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ენმ-ის დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შსს-მ 6 პირი დააკავა