LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით ფული აეროპორტში გააქვს, ის ემზადება წასასვლელად, მაგრამ არ ჩქარობს, თავისით არსად არ წავა“

348
მიხეილ სააკაშვილი

„მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით ფული აეროპორტში გააქვს, ის ემზადება წასასვლელად, მაგრამ არ ჩქარობს, ის თავისით არსად არ წავა“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით ექსპრეზიდენტი სასამართლოში კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

სააკაშვილის თქმით, ხალხს ქუჩაში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა და ერთ წრეზე სიარული არ სჭირდება, არამედ ხალხი სახლში გამარჯვებით უნდა ბრუნდებოდეს.

მიხეილ სააკაშვილი: „შევწყვიტოთ ეს შეგონებები, შელოცვები და ღიმილიანი მოწოდებები რამისკენ! ამ კრიმინალურ ბანდას, რომელიც მოაჯდა საქართველოს, ესმის მხოლოდ ერთადერთი ენა და ეს არის ჯოხის ენა! რას ნიშნავს ეს ჯოხი? ეს ჯოხი არის ყოველ ჯერზე უფრო მეტი შეტევა“- ეს არის გაფიცვა“

პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა საზოგადოების ფორმაცია მოახდინა და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბდა.

„ილუზიები გადავდოთ გვერდზე და როცა ვსაუბრობთ შეტევაზე, ვისაუბროთ მართლა შეტევაზე, ყოველ ჯერზე უნდა იყოს ბევრად უფრო მძიმე ზეწოლა.

უნდა გვესმოდეს, რომ მეორე მხარეს არის სრულიად არაცივილიზებული, დაუნდობელი და ყველაფერზე წამსვლელი ძალა, რომელსაც ქართველი ხალხი ეზიზღება და თუ ახლა გაუვიდა ყველას დაიჭერს, გააქცევს და გაანადგურებს.

„სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს“ – მიხეილ სააკაშვილი

ინფორმაციისთვის, მანამდე მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“.

მათ არ აინტერესებთ, რომ პროტესტების დროს ეკონომიკა ნადგურდება, რაც უფრო განადგურდება მათთვის უფრო უკეთესი, რაც უფრო უარესი სიტუაცია იქნება მათთვის უფრო კარგი იქნება.

დრო არ გვაქვს, ანაკონდას ბევრი დრო აქვს და არასად არ ეჩქარება, ქართველ ხალხს ბევრი დრო არ აქვს და ახლა საჭიროა, რომ პროტესტი გაძლიერდეს, უნდა გადაიზარდოს ბევრად უფრო ძლიერ ზეწოლაში.

მიხეილ სააკაშვილი: „ბევრი მადანაშაულებს, რომ ივანიშვილი მე ჩამოვიყვანე, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ის უკვე რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო სოლოლაკში“

ძალიან ლამაზი და ამაღელვებელია რუსთაველზე ხორუმის ყურება, მაგრამ იმათ ნერვი არ უტოკდებათ და ეზიზღებათ ქართული ხორუმი. ამ სიტუაციაში მათ იმ ენით უნდა ველაპარაკოთ რომელიც მათ ესმით – მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური ჯოხის ენის, სხვა შემთხვევაში მათ ეს შეშინება გაუვლით.

ცდილობენ, რომ ხელისუფლებას კიდევ ჩამოეკონწიალონ და ჩაიყოლონ მთელი ქვეყანა ჭაობში და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, ამიტომ მხარს ვუჭერ ყველა ფორმატს, რომელიც მხარს კოორდინაციით ერთიანობას და ერთად ყოფნას უჭერს.

მინდა გვესმოდეს, რომ სანამ ხალხია ქუჩაში – იმედი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, მაგრამ ქუჩაში ხალხი უსასრულოდ არ უნდა იდგეს. ხალხს შედეგი სჭირდება, ერთ წრეზე სიარული არ უნდა დაუშვა, თუ ხალხი დაუშვათ რეგიონებიდან ჩამოგყავს, უკან გამარჯვების გარეშე არ უნდა გაუშვა.

მიხეილ სააკაშვილი: „გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება, ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც“

ძალიან ბევრი ხალხი არ არის უბრალოდ ფონი განცხადებების გასაკეთებლად. გამარჯვება ძალიან ახლოსაა და არ უნდა გაგვისხლტეს ხელიდან.

წარმოუდგენელი რაღაც მოხდა საქართველოში – ეს არის ნამდვილი რევოლუცია. პრაქტიკულად საზოგადოების ახალი ფორმაცია მოხდა. ჩვენი ვალია, რომ მათ [ხელისუფლებამ] ვერ დაამარცხოს ეს სამოქალაქო საზოგადოება – სამოქალაქო საზოგადოების ვალია, რომ მსხვერპლი არ იყოს.

მოთმინებისკენ მოწოდების დრო არ არის იმიტომ, რომ დრო არ ითმენს, საქართველო წინ, რაც შეიძლება სწრაფად! გავიმარჯვებთ სახელოვნად! გავიმარჯვებთ ერთობლივი ძალისხმევით და გამოსვლებით!

ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული საზოგადოება! ვერანაირი ოლიგარქი, კრიმინალური ბანდა ჩვენს ლტოლვას გამარჯვებისკენ ვერ ჩაახშობს! მე მჯერა საქართველოსი როგორც არასდროს“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g