LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: მხარს ვუჭერ „ენმ“-ს ახალ თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს

150
Untitled design (7)

ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მას თინა ბოკუჩავა შეცვლის. აღნიშნულს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი განცხადებით, მიესალმება თინა ბოკუჩავას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე არჩევას და აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუშია.

„მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.

უმნიშვნელოვანესია, რომ ლევანმა სწრაფად მოახერხოს რეაბილიტაციის გავლა და მისებურად აქტიურად ჩაერთოს გადამწყვეტ ბრძოლაში.

მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ძალის გასაერთიანებლად. ამოვიდეთ იქიდან, რომ დღეს ასეთია ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის დაკვეთა. „ენმ“ გადაეწყობა მთლიანად ამ მიმართულებით ახალი სახეებით, ახალი იდეებით, რაც დაეფუძნება წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის ტრადიციას და მუდმივი განახლების პროცესს.

დღევანდელი გადაწყვეტილება არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები