LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეული რეფორმირების ჩემეულ ხედვას ორშაბათს გაგაცნობთ

189
სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეულ რეფორმაზე საკუთარ ხედვას ორშაბათს წარადგენს.

ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს. რას არ იტყვი რუსეთის დავალებების პირნათლად შესასრულებლად, მაგრამ რად უღირთ, რომ მათ მომავალ თაობებს ეს შავ ლაქად დარჩებათ. რეჟიმი შეტევას ახორციელებს არა მარტო ეროვნულ ღირსებაზე და ისტორიულ მეხსიერებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და ასევე პოლიტიკურ პარტიებზე, ამიტომ ჩვენც უფრო შეტევით წინააღმდეგობაზე უნდა გადავეწყოთ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ძირეული რეფორმირების ჩემეულ ხედვას ორშაბათს გაგაცნობთ“, – წერს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g