LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „ოლიგარქის მთავრობას ძალიან სურდა, ჰააგას მე და ქართველი სამხედროები 2008 წლის ომში დავედანაშაულებინეთ.. ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში, მეც ვიბრძვი ჩემი რუსული ტყვეობიდან და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში“

134
მიხეილ სააკაშვილი

„მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქის მთავრობას ძალიან სურდა, ჰააგის სასამართლოს მე და ქართველი სამხედროები დავედანაშაულებინეთ 2008 წლის ომში, სასამართლომ გამოაცხადა, რომ ქართული მხარე სრულიად უდანაშაულო იყო და პირიქით, პირველად ისტორიაში, 3 რუს გენერალზე დაპატიმრების ორდერი გასცა“, – ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი განცხადებაში აღნიშნავს, ის რუსული ტყვეობიდან იბრძვის.

სააკაშვილი – 2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში

„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორი ახალი დაპატიმრების ორდერი გასცა – რუსეთის შორეული ავიაციის ხელმძღვანელზე, სერგეი კობილაშზე, რომელიც 2008 წელს გვბომბავდა, მაშინ ჩვენმა არმიამ ჩამოაგდო, რომელიც ტყვეთა გაცვლით დავუბრუნეთ რუსეთს და შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ საკალოვზე. მანამდე, შარშან მარტში გაიცა დაპატიმრების ორდერები პუტინზე და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენზე.

ჰააგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სიმართლე თავიდან ბოლომდე არის საქართველოს მხარეს: რატი ბრეგაძე

მინდა შეგახსენოთ, იმის მიუხედავად, რომ ოლიგარქის მთავრობას ძალიან სურდა, რომ ჰააგის სასამართლოს მე და ქართველი სამხედროები დავედანაშაულებინეთ 2008 წლის ომში, სასამართლომ გამოაცხადა, რომ ქართული მხარე სრულიად უდანაშაულო იყო და პირიქით, პირველად ისტორიაში, 3 რუს გენერალზე გასცა დაპატიმრების ორდერი.

მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი ერთ-ერთი თანამებრძოლი ხელმძღვანელობს უკრაინის გენერალური პროკურატურის ჰააგის ტრიბუნალთან ურთიერთობის ჯგუფს.

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს საქართველოსთვის 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

ასევე მიხარია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩემი თანაშემწე, კრივონოსი წარმატებულად ხელმძღვანელობს უკრაინის ნაციონალურ ანტი-კორუფციულ ბიუროს და უამრავი ძალიან გავლენიანი, მათ შორის, რუსეთთან კავშირის მქონე კორუფციონერი და ოლიგარქი მისცა პასუხისმგებლობაში.

ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში და მეც ვიბრძვი ჩემი რუსული ტყვეობიდან და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში”. – აღნისნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

სოლოვიოვი: „2008-ში საქართველოს პრობლემა რომ გადაგვეჭრა, სომხეთთან საზღვარი გვექნებოდა“

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ ორი რუსი მეთაურის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლოს) პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის შორი ავიაციის მეთაურის, სერგეი კობილაშის და რუსეთის შავი ზღვრის ფლოტის მეთაურის, ვიქტორ სოკოლოვის დაკავების ორდერები 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში უკრაინაში რუსეთის პოტენციალური ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების ფარგლებში გაიცა.

მედვედევი: 2008 წელს დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ზეცამდე აამაღლა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორი ახალი დაპატიმრების ორდერი გასცა – რუსეთის შორეული ავიაციის…

Posted by Mikheil Saakashvili on Wednesday, 6 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g