LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიას: სჯობს პირდაპირ დაკითხოთ „ეფ-ეს-ბე“-ს თავმჯდომარე და მედვედევი

161
მიხეილ

მიკვირს, რატომ აცდენთ დროს ასეთ უმნიშვნელო პიროვნებებზე, სჯობს პირდაპირ დაკითხოთ „ეფ-ეს-ბე“-ს თავმჯდომარე და მედვედევი, რომლებმაც ბევრად მეტი იციან იმდროინდელ ვითარებაზე, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.

„ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, ემზარ კვიციანი არის ადამიანი რომელიც სისტემატურად აზიანებდა დენის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს და აშანტაჟებდა ხელისუფლებას.

შემდეგ მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში, მოგვიანებით კი, საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მერვე სხდომაზე ემზარ კვიციანს მოუსმინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g