LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: „ეს მოღალატეები რომ ამბობენ, თითქოს პატივს სცემენ ქართულ ჯარს, მათ არ გადასცეს 2008 წლის ომში მონაწილე მეომრების სია რუსებს?“

237
მიხეილ სააკაშვილი

მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ „ქართულ ჯარს პატივს სცემენ“, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე სამხედროების სია რუსებს გადასცეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ – გენერლებმა გოგავამ და ყურაშვილმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა, ისინი თავს ვალდებულად თვლიან, ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში“

„მოდით, ახლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ, არ დავინახო, რომ ტონს აუწიოთ, აქ არც ერთი არ გეგონოთ თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე“ – თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს

„მე არ მგონია, რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ და მოდით ყველა მოვიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მობრძანდით“ – თქვა წულუკიანმა.

„ეს მოღალატეები რომ ამბობენ თითქოს პატივს სცემენ ქართულ ჯარს, მათ არ გადასცეს 2008 წლის ომში მონაწილე მეომრების სია რუსებს? და მისცეს შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყანაში გაენადგურებინათ ჩვენი გმირები”. – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

მამუკა ყურაშვილი: „არ მაქვს უფლება, 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს არ გავცე პასუხი, ვერცერთ ტვინმოღრეცილს საშუალებას ვერ მივცემ დაღუპული გმირის ოჯახთან მივიდეს და უთხრას, თქვენს შვილს უღირსი ადამიანი მეთაურობდაო“

მამუკა ყურაშვილი მოქალაქეების გაფრთხილებაზე: „შეზღუდული ვიყავი დროში და ვერ მოვახერხებდი ამის გაკეთებას, ამას ცალკე ბრძანება და ნებართვა სჭირდება“

მამუკა ყურაშვილი: „სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი კონფლიქტის ზონაში ერთხელ იყო ჩასული – მისი განცხადება საკონტროლო კომისიის შესახებ იყო „სამარცხვინო, კატასტროფული და დამაზიანებელი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g