LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ კარავში გადავიდა

115

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ ოდესა-რენის ავტომაგისტრალზე განთავსებულ კარავში გადავიდა, ინფორმაციას 112 Украина  ავრცელებს. სააკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კარავში იცხოვრებს მანამ, სანამ გზის სამშენებლო სამუშაოები არ დასრულდება.

„მთელი დღეა, აქ ვარ. კიდევ რამდენიმე შეხვედრა მაქვს დანიშნული. საღამოს გავემგზავრები კიევში, ამავე თემის განსახილველად. ხვალ საღამოს კვლავ დავბრუნდები და აქ გავაგრძელებ მუშაობას და ვიქნები იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება გზის სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად,“ – აცხადებს სააკაშვილი.

კარავს აქვს წარწერა : „ოდესის ოლქის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის დროებითი ოფისი”.

ოდესის გუბერნატორი აცხადებდა, რომ უკმაყოფილო იყო გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყოფილი ფინანსებით და მუშაობის ინტენსივობით, ამიტომ გეგმავდა, გზასთან ახლოს კარავი გაეშალა.  მანამდე კი პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა სააკაშვილს, თავად ეკონტროლებინა ოდესა-რენის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მარტში დაიწყო.