„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
მისი მონახულების შემდეგ გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაწერილი წერილი წაიკითხა.
როგორც სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები.
სააკაშვილის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის უარს აცხადებს რაიმე ტიპის სამედიცინო დახმარებაზე.
„მინდა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ. დავბრუნდი საქართველოში, რათა დავეხმარებოდი ჩვენ ხალხს ხელისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში.
როგორც მოსალოდნელი იყო რეჟიმმა დამაკავა. მე თავისუფალ ადამიანად ვრჩები გისოსებს მიღმაც.
როგორც ალბათ, იცით მე გამოვაცხადე შიმშილობა და მე მას არ შევწყვეტ არცერთ შემთხვევაში , სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები.
მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში.
თუ ჩემი არსებობით მეც ვეღარ დავეხმარები ჩემ ხალხს , მზად ვარ ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლე და სიკვდილიც.
ზუსტად ვიცი რაზეც მივდივარ. არ მსურდა გული მეტკინა ჩემი ოჯახისთვის და ახლობლებისთვის , თუმცა უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე, ჩემს უგონოდ ყოფნის შემთხვევაში სამედიცონო რაიმე ტიპის ჩარევაზე.
ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად არამედ პირიქით, თქვენს გასააქტიურებლად, ძალიან მიყვარხართ ყველანი“, – წერია მიხელ სააკაშვილის განცხადებაში.