LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: თუ გვინდა, რომ მოვიპოვოთ დასავლეთის მხარდაჭერა და აშშ-ის ახალი კაბინეტის თანადგომა, აუცილებელია ქუჩის აქციების მასშტაბი გავზარდოთ

158
მიხეილ სააკაშვილი

აუცილებელია გავზარდოთ ქუჩის აქციების მასშტაბი, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ეს აუცილებელია დასავლეთისა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

„თუ გვინდა, რომ მოვიპოვოთ დასავლეთის მხარდაჭერა და აგრეთვე აშშ-ის ახალი კაბინეტის თანადგომა, აუცილებელია გავზარდოთ ქუჩის აქციების მასშტაბი.

მოსაწონი და შესაქებია პატარ-პატარა აქციები, მაგრამ ნუ ვიქნებით მხოლოდ ერთ დიდ აქციაზე ორიენტირებული”,- წერს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g