LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით, ნაციონალურ მოძრაობას ხმების 7-8% დაემატა: ირაკლი ღარიბაშვილი

234
ირაკლი-ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში საქართველოს მესამე პრეზიდენტის „მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით, ნაციონალურ მოძრაობას ხმების 7-8% დაემატა“.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარიას „ღალატი“ 7-8% დაუჯდა და ამ ფონზე 47%-ს აღება „სერიოზული მიღწევაა“.

„აღმოჩნდა, რომ ჩვენ არათუ 43%, არამედ 47% ავიღეთ, ანუ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ღალატი დაგვიჯდა დაახლოებით 7-8%, ვგულისხმობ გახარიას პარტიას. ამას გარდა, მოგეხსენებათ, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის შემოსვლა ასევე ჩვენი დაკვირვებით და ანალიზით, დაეხმარა ნაციონალურ მოძრაობას, რამდენიმე პროცენტი მიუმატა, 7-8% მათაც დაემატათ და ამ ყველაფრის ფონზე 47%-ის აღება და 44 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება არის სერიოზული მიღწევა“, – თქვა ღარიბაშვილმა იმედზე.

magti 5g