LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტების დასკვნა კვირის ბოლოს გამოქვეყნდება: გიული ალასანია

113
ing (1)

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული ექსპერტების სამედიცინო დასკვნა მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება.

გიული ალასანიამ ამის შესახებ განაცხადა სამედიცინო ცენტრ “ვივა მედთან”, სადაც მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობს:

“სამედიცინო დასკვნას ველოდებით, იმიტომ, რომ დასკვნიდან გამომდინარე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დასკვნას, დღეს მითხრეს, რომ კვირის ბოლოს იქნება.

დღეს მივიღე ექიმებისგან ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ასეთ მდგომარეობაში მას არ შეუძლია სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღოს და უნდა გადაიდოს”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

პროცესის გადადება კვლავ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

პოპულალურები