უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის პარტიას რადას არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა.ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ, მოვიგეთ სასამართლო და მივდივართ არჩევნებზე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ კიევის სასამართლომ გააუქმა უკრაინის ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომელიც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტიას, „ახალი ძალების მოძრაობას“ რადას არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიევის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა. უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კი, ცესკო-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა.