თბილისის საქალაქო სამართლოს ეზოში ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის პროცესს „ნაციონალური მოძრაობა“ აქციის აპროტესტებს.
„ამ სასამართლო პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართალთან. ეს არის ივანიშვილის და პოროშენკოს შეთანხმებული მოქმედება. ჩვენი დღევანდელი აქცია ბუნებრივია ემსახურება ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან ჩვენ ვარ მზად ყველა სცენარისთვის, რომელსაც ამზადებს ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში,“- განაცხადა პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხლისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნასაც აპროტესტებს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. შეწყალების საქმის განხილვა განახლდება. გამოძიება მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებას ედავება.