LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება გაგრძელდება – უკრაინის გენერალურ პროკურატურა

67

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გაგრძელდება, მიუხედავად მისი უკრაინიდან გაძევებისა, რომლის შესახებაც უკრაინის გენერალურ პროკურატურაში არაფერი იცოდნენ. ამის შესახებ „უნიანს“ გენერალური პროკურორის პრესმდივანმა, ლარისა სარგანმა, განუცხადა.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაცია გენერალური პროკურატურისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან მესაზღვრეებს ჩვენ ამის შესახებ არ გავუფრთხილებივართ“, – განაცხადა ლარისა სარგანმა.

ამასთან, გენერალური პროკურორის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გაგრძელდება.

კითხვაზე, თუ როგორ ჩატარდება საგამოძიებო ქმედებები იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე აღარ იმყოფება, სარგანმა განაცხადა, რომ ამაზე უწყებაში უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდებიან.

Dio magti 5g