LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხეილ სააკაშვილმა არნახული ამბები გაუკეთა საქართველოს, თავის საყვარელ ქვეყანას და ამის გამო ისჯება – ამ ხელისუფლების მხრიდან არაფერი მიკვირს“ – გიული ალასანია

214
მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანია

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

ბექა ბასილაია: „მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სასჯელის შეკრებითობა მოხდეს – რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მოსამართლეს მკაფიო განმარტება არ გაუკეთებია“

„მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის ოკუპანტის სახელით ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას… ზუსტად ვიცით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება გარდაუვალია“ – თინა ბოკუჩავა

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ეხმაურება და აცხადებს, რომ „ამ ხელისუფლების მხრიდან არაფერი უკვირს“. ალასანიას თქმით, მის შვილს ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეებისთვის სჯიან.

„ის არის ადამიანი, რომელმაც არნახული ამბები გაუკეთა საქართველოს, თავის საყვარელ ქვეყანას და მიიღო ეს, ამის გამო ისჯება. ჩემთვის მოულოდნელი რა უნდა იყოს მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, თან მოწამლეს, თან კლავდნენ, ამის შემდეგ, ჩემთვის მოულოდნელი რა უნდა იყოს, არ ვიცი“, – განაცხადა ალასანიამ.

„ძალიან კარგად გვახსოვს როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი არაჟნების კონტეინერით, მისი ამ ქმედებით პირდაპირ დაირღვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მოახდინა“ – დავით მათიკაშვილი

ფოტო მთავარ სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g