მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს. ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
“ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერს დოკუმენტი ნიდერლანდებმა მიანიჭა. უკრაინის მიერ მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ ეს პირადობის დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს. დოკუმენტი ჰოლანდიის სამთავრობო უწყებებმა სააკაშვილს დღეს გადასცეს.
მიხეილ სააკაშვილი ვარშავადან ამსტერდამში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა.