“მიხეილ სააკაშვილმა განგვიცხადა, რომ თუ გადაიყვანენ მულტიპროფილურ კლინიკაში, შეწყვეტს შიმშილს,”-ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.
როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, სააკაშვილი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში დისკომფორტს განიცდის.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი დასკვნას აქვეყნებს
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითონ სუბიექტურად გრძნობს დისკომფორტს ამ დაწესებულებაში, როგორც მოგვახსენა, გაცილებით უფრო უკეთესად გრძნობდა თავს პირველ დაწესებულებაში. ესეც არ უწყობს ხელს ადეკვატურ მკურნალობას. განგვიცხადა ასევე, რომ თუ გადაიყვანენ მულტიპროფილურ დაწესებულებაში, კლინიკაში, ის შეწყვეტს შიმშილს“,-განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.