პარტია “დროას” თავმჯდომარე ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ყველაფერმა მშვიდობიანდ ჩაიარა.
“მიხეილ სააკაშვილმა ფარდა ჩამოხადა სისტემას. თურმე 4 დღე აქ იყო და სანამ არ გააცხადა, თვითონ სანამ არ თქვა, რომ აქ არის, რა თქმა უნდა, არანაირი რეაგირება არ იყო,” – აღნიშნავს ხოშტარია
“დღეს გადამწყვეტი არის საქართველოს მოქალაქე და არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსი” – აცხადებს ხოშტარია
მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი ჩამოსვლა მშვიდობიანად მომხდარიყო.
ხოშტარიას თქმით, დღეს მთავარი არის არჩევნებზე მისვლა.