LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება: №18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი

189
მანანა ელეფტეროვა

№18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი მანანა ელეფტეროვა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა უტარდება და იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს.

მისივე განმარტებით, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

„მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება. უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტებს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიების მხრიდან, თითქოსდა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

ასევე როგორც ექიმი, ჩემს კოლეგებს თხოვნით მოგმართავთ, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან, პაციენტების საუკეთსო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აცხადებს მანანა ელეფტეროვა.

magti 5g