გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ფსიქიატრი მარიამ ჯიშკარიანი და ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა.
„ცენტრი „ემპათია“ უკვე დიდი ხანია ჩართულია სამედიცინო შემოწმებაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა და გაცემულია უკვე ორი დასკვნა. ეს მულტიდისციპლინურ ჯგუფში ჩართულია სხვადასხვა სპეციალობის 8 ექიმი. ექსპერტიზა ნიშნავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას და ასევე უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და ასევე დოკუმენტაციის მონიტორინგს“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან კლინიკაში შესვლის წინ.