LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე ალექსანდრე თირქიას დაფინანსებასთან დაკავშირებით:  „მას სამედიცინო მომსახურება წინა, სხვა შემთხვევაში დაუფინანსდა. მაშინ, დოკუმენტაცია სწორად იყო ატვირთული. ამ ჯერზე,  კერძო სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული, როგორც კი სწორად შემოვა განაცხადი, პაციენტი დაფინანსებას მიიღებს“

383
მიხეილ სარჯველაძე

„ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია. კერძო სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, არასწორ ადგილას, არასწორი დოკუმენტაცია იყო ატვირთული“, – მიხეილ სარჯველაძე, ალექსი თირქიას დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.

მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ რაც კონკრეტული  კერძო კლინიკა სწორ დოკუმენტაციას ატვირთავს, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს.

„ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, რომელიც რეალობასთან და სიმართლესთან შესაბამისი არაა. რეალობა ასეთია: ერთ-ერთი  კერძო კლინიკის, ექიმისა თუ პერსონალის დაუდევრობის გამო, განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი. კერძოდ, დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ წესით დაფინანსება არ ხდება. ეს გადასარევად იცის თავად კლინიკამაც და თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორ ადგილას, არასწორი ფორმით ეს დოკუმენტაცია ატვირთეს.

წინა სხვა შემთხვევაში, სამინისტროს მხრიდან ,ამ კონკრეტულ პიროვნებას, სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა. მაგ: როდესაც ამ კონკრეტულ ადამიანს, დასჭირდა კონკრეტული მანიპულაცია – ამბულატორიული იქნებოდა ეს, თუ კვლევები –  უწყების მხრიდან,  ყოველთვის  ფინანსდება.

მანამდე, სამედიცინო დოკუმენტაცია რეფერალურ პროგრამაზე იყო ატვირთული და დაფინანსდა კიდეც, მორიგ ჯერზე ამავე რეფერალზე არ ატვირთეს. ამ ადამიანებმა გამოსავალი მშვენივრად იციან, უბრალოდ, ამ შუალედით ისარგებლა ვიღაცამ. როგორც კი სწორად შემოვა განაცხადი,  ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს.

როდესაც კლინიკას ეშლება და სამინისტროს ჩირქს სცხებენ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ვიდრე ადამიანები,  რაღაც ხმამაღალ ბრალდებებს წამოაყენებენ, ცოტა უფრო დაფიქრებულები იყვნენ,  თავი შეიკავონ უსამართლო და არასწორი ბრალდებების გამოცხადებისგან. ეს ერთადერთი  სწორი ქცევაა მათი მხრიდან. ამიტომ, მოვუწოდებ კლინიკებს, ასე დაუდევრად პაციენტების ინტერესებს ნუ მოეპყრობიან. საბედნიეროდ, კლინიკების უმრავლესობა ამას ასე არ აკეთებს. მაგრამ, სამწუხაროდ, არის უარყოფითი გამონაკლისებიც. როგორც ჩანს, ასეთთან გვაქვს საქმე“ ,- აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g