LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე: ის, რომ ბრალდებული მედიამენეჯერი ან ოპოზიციონერია, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე სასაუბროდ საკმარისი წინაპირობა არ არის

79
მიხეილ სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ გარკვეულ საქმეებზე მედიამენეჯერი ან ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ბრალდებული, ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასდეს.

„როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ასეთ დროს იმის გაცხადება, რომ ბრალდება წარდგენილია ან მედიამენეჯერის მიმართ ან პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს, ეს არ არის საკმარისი წინაპირობა იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

იგივე ბატონი სააკაშვილის საქმე, თუ ვინმე თვლის, რომ მაგალითად ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მას შემხებლობა არ აქვს, ან ასეთი დანაშაულის ჩამდენისთვის არ არის გათვალისწინებული მართლმსაჯულება ან დაგვიანებით მისი განხორციელება ეჭვის აღმძვრელია, მე ამას ვერ დავეთანხმები“, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g