LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის ელჩს ჰიონ დუ კიმს შეხვდა

326
მიხეილ სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ ჰიონ დუ კიმს უწყების საქმიანობა გააცნო. საუბარი შეეხო დევნილთა განსახლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებს, ასევე – დაგეგმილ რეფორმებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა კორეის რესპუბლიკას შორის, პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი თეჩან კიმი.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები