LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა – ჯანდაცვის სამინისტრო

263
მიხეილ სარჯველაძე „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. შეხვდა სამედიცინო პერსონალს, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს – ისაუბრეს ამჟამინდელ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის, კლინიკაში, დამატებითი სერვისების ამოქმედება იგეგმება.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ: „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g