LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

381
მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა,  მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძემ ელჩს  წარმატებები უსურვა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და სოციალური დაცვის რეფორმები. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის მტკიცე და მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და მომავალში უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g