„თითოეული ქართველი უნდა ცხოვრობდეს ამ განცდით, რომ მას ყოველდღიური საქმიანობით,ქვეყნისადმი სიყვარულით, პატრიოტიზმით წვლილი უნდა შეჰქონდეს იმ საქმეში, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება ჰქვია“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მთელ საქართველოს, თითოეულ ქართველს და ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარს მინდა მივულოცო დღე, როდესაც თითოეულ ჩვენგანს გვეზეიმება და ამავდროულად, გვაქვს განცდა, რომ ეს არის დღე, როდესაც კარგად უნდა გავიაზროთ და კიდევ ერთხელ კარგად შევაფასოთ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს თითოეული ქართველისთვის.
ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ დღეს კარგად დავფიქრდეთ, თუ რის ფასად გვაქვს მოპოვებული ეს დამოუკიდებლობა და რამდენად აუცილებელია ყოველდღიური ზრუნვა იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად განვამტკიცოთ დამოუკიდებლობა და ჩვენი ეროვნული ღირსებაც.
საუკუნეების განმავლობაში, არასდროს ყოფილა დრო,როდესაც საქართველოსთვის აქტუალური არ იქნებოდა ამოცანა საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების ან ხელახლა დაბრუნების. პრაქტიკულად არ არსებობს ვითარება, როდესაც ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს აქტუალური შეიძლება არ იყოს. თითოეული ქართველი უნდა ცხოვრობდეს ამ განცდით, რომ მას ყოველდღიური საქმიანობით, ქვეყნისადმი სიყვარულით, პატრიოტიზმით წვლილი უნდა შეჰქონდეს იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება ჰქვია. ეს არის უმთავრესი ამოცანა თითოეული ქართველისთვის და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც სწორი მიმართულებით ვითარდება ჩვენი ქვეყანა,როდესაც დღეს ყველაზე მეტად აქტუალური, ყველაზე მეტად ხაზგასმული და ყველაზე მეტად დაფასებულია თითოეული ქართველის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.
ტერიტორიების განმტკიცება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია.არ არსებობს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა. გააზრებული და სწორი ამოცანის პირობებში, ჩვენ შეგვიძლია გაბედულად ვთქვათ, რომ დღითი დღე ვუახლოვდებით ამ ყველაფერს.
ამ არაჩვეულებრივ დღეს ჩვენი სამინისტრო რაჭაში, ამბროლაურში აღვნიშნავთ, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო რამ დახვდებათ რაჭველებს. ვფიქრობ მათ საინტერესოდ გავაკვირვებთ“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.