LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა

257
მიხეილ სარჯველაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა, რომელიც უნგრეთის ჯანდაცვის, განათლების, სოციალურ საკითხებსა და სხვა მიმართულებებს ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სისტემების განვითარების, სოციალური დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივებზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, ისე სხვა საზოგადოებრივ მიმართულებებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g