LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძემ მაკედონიაში ორმხრივი შეხვედრები გამართა

537
ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძემ, მაკედონიაში დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართული საერთაშორისო მინისტერიალის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს – პიო სმიტს შეხვდა.

„შეხვედრაზე დემოგრაფიული ცვლილებები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას UNFPA-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ფლორენს ბაუერი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დასაქმების, შრომისა და სოციალური საკითხების დირექტორს – მარკ პირსონს შეხვდა. მხარეებმა შრომის ბაზრის გამოწვევებსა და დემოგრაფიულ ცვლილებებზე რეაგირების მექანიზმებზე იმსჯელეს.

მაკედონიაში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ბულგარეთის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ხამაშურიძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g