LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი: „არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა ოჯახებს დაუბრუნდნენ – არავინ გაბედოს და სცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება!“

138
მიხეილ ყაველაშვილი

„ჩვენ შემჭიდროებულ ვადებში აქტიურად ვიმუშავეთ არა ერთ უწყებასთან იმისათვის, რომ ადამიანებს მალე შესძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება – არავინ გაბედოს და არ ცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება!“ – ამ განცხადებით საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი მის მიერ 613 მსჯავრდადებულის შეწყალების ფაქტს ეხმაურება.

ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ჰუმანური აქტი კარგია, თუმცა „მაქსიმალურად ორიენტირებულები უნდა ვიყოთ დანაშაულის პრევენციაზე“.

მიხეილ ყაველაშვილი მასშტაბურ შეწყალებაზე: ეს ჰუმანური აქტია, რომელიც ალბათ საზოგადოებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის პოზიტიური გზავნილია

„მინდა შევეხო ცოტა ხნის წინ ჩემს მიერ განხორციელებული შეწყალების აქტს. ჩემთვის გაუგებარია გარკვეული ჯგუფების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი, არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და მეგობრებს.

ჩვენ შემჭიდროებულ ვადებში აქტიურად ვიმუშავეთ არა ერთ უწყებასთან იმისათვის, რომ ადამიანებს მალე შესძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი აღნიშნულ პროცესში ჩართული თითოეული უწყების ხელმძღვანელს და წარმომადგენელს.

მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

ინფორმაციის თანახმად, შეწყალება ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ეფუძნება "ჰუმანიზმის პრინციპს".

ჩვენი მთავარი პრინციპი, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ, ასე გაგრძელდება მომავალშიც. არავინ გაბედოს და არ ცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება!

ცალსახაა, რომ ჰუმანური აქტი კარგია, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებულები უნდა ვიყოთ დანაშაულის პრევენციაზე. სწორედ, ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია.

მიხეილ ყაველაშვილი: „სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წარმატებები და კეთილდღეობის მაღალი დონე განსაკუთრებით გვაახლოებს აფხაზ და ოს და-ძმებთან“

უნდა გავზარდოთ განათლების სისტემის როლი ახალგაზრდების განვითარებაში, ვიზრუნოთ სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე იქნება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.

ამ ყველაფერს მთლიანობაში პრევენციული ხასიათი ექნება და უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება დაბალი იყოს დანაშაულში ჩართულობის რისკები ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში“. – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g