LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი: ბატონმა გუტერეშმა პირდაპირ მითხრა, ეს გზა მიგიყვანთ ქვეყნის გაერთიანებამდეო – ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი

201
მიხეილ ყაველაშვილი, ანტონიო გუტერეში

„რა დაიცვა ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ, ეს ხელის გულზე ჩანს – ჩვენი ეროვნული ინტერესი, მშვიდობა, ეკონომიკა – ძალიან გამოცდილი კაცია ბატონი გუტერეში და პირდაპირ მითხრა, რომ ეს გზა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მიგიყვანთ ქვეყნის გაერთიანებამდეო. ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი“,- ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მიხეილ  ყაველაშვილი – ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი

მისი თქმით, ყველა ქვეყნის მიმართ სამი მოთხოვნა არსებობს, რომ დამყარდეს მშვიდობა, იყოს ეროვნული ინტერესების გამტარი ხელისუფლება და განვითარდეს ეკონომიკა, თუმცა ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსგან განსხვავებით ამის შესრულებას სხვისი ინტერესებით მართული სახელმწიფოები ვერ ახერხებენ.

„ეს სამი პოსტულატია დღეს მოთხოვნა ყველა ქვეყნისთვის, როგორმე მშვიდობა დამყარდეს, როგორმე იყოს ეროვნულ ინტერესებზე აგებული ხელისუფლება და სახელმწიფოები და განვითარდეს ეკონომიკა. ამაზეა აქცენტი გაკეთებული, ამას ვერ ახერხებენ ის ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებული არიან, სხვისგან იმართებიან.

ბატონმა გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა, რომ ეს გზა ნამდვილად მიგიყვანთ გაერთიანებამდეო – მოთმენა, ამ მშვიდობის დაცვა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება. ძალიან გამოცდილი კაცია ბატონი გუტერეში და პირდაპირ მითხრა, რომ ეს გზა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მიგიყვანთ ქვეყნის გაერთიანებამდეო. ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g