LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი: „ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას ეწინააღმდეგება გარედან დავალებული „მეხუთე კოლონა“ – ასეთი ჩარევა მე არ მახსოვს, როგორსაც ახლა ახორციელებს ამერიკის ადმინისტრაცია და კონკრეტული სენატორები“

117
მიხეილ ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკის მიზნებზე და ამ მიზნების მოწინააღმდეგე გარედან მართულ ოპოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის უკვე ყველაფერი მარტივად გასარჩევია.

მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში გარედან ჩარევის შემთხვევებს როგორც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის, ისე ცალკეული სენატორების მხრიდან, რომლებიც შანტაჟის ენით საუბრობენ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ყველას მოუწოდებს, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა გაერთიანება, ეკონომიკური განვითარება. სხვა დიდ ქვეყნებს მოვუწოდებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ამ ოაზისში მობრძანდით და გავხადოთ ეს სამხრეთ კავკასია, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარეც სტაბილური, იმისთვის რომ ადამიანის კეთილდღეობაც, ბიზნესიც, ეკონომიკაც, გარემოც განვავითაროთ, ამისთვის მზად ვართ – ეს არის ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკის გაცხადება.

ამას ვინ ეწინააღმდეგება და ვინ „კრიახობს“? ეს გარედან დავალებული მეხუთე კოლონა. ძალიან კარგია საზოგადოებისთვის, რომ კიდევ უფრო კარგად შეხედოს. ასეთი ჩარევა მე არ მახსოვს, როგორსაც ახლა ახორციელებს გინდ ამერიკის ადმინისტრაცია, გინდ კონკრეტული სენატორები. გზავნილები, რომლებითაც პირდაპირ შანტაჟით მოგვიწოდებენ, რომ დაგასანქცირებთ, ვიზალიბერალიზაციას გავაუქმებთ. რატომ? – დემოკრატიული უკუსვლაა და რაში მდგომარეობს ეს დემოკრატიული უკუსვლა, მიპასუხებს ვინმე?“ – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეი ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g