LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი: „ერთი რამ მინდა, ვუთხრა გიორგი ცინცაძეს, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს… ჩვენ გვახსოვს ბუდუ ზივზივაზე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება…“

456
მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ცინცაძე

„ახლახან დავაჯილდოვე ჩვენი კალათბურთელები ორდენებით, საამაყო ხალხი. მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია. მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა“, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ცინცაძემ საკუთარი სახელი არავის უნდა გამოაყენებინოს.

„ერთი რამ მინდა, ვუთხრა გიორგი ცინცაძეს, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს, რომ მისი მეგობრები არ დაზიანდნენ, რადგან მათ მნიშვნელოვანი შეკრება დაეწყოთ. მინდა, წარმატება ვუსურვო. ჩვენ გვახსოვს ბუდუ ზივზივაზე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება, ცდილობდნენ ევროპის ჩემპიონატის წინ შუღლი შეეტენათ, ეს ადამიანები არიან მავნებლები. მათდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დასაწყისია, მეტ წარმატებას მიაღწევენ ჩვენი ბიჭები. უფრო წარმატებულები და უფრო მშვიდობიანები ვიქნებით. მცირე ნაწილია რადიკალური ფრთის, რომელიც ნეგატივით ცხოვრობს, ერთმანეთს ვეღარ იტანენ უკვე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების და ღირსების ორდენებითა, ასევე ღირსების მედლებით დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და კალათბურთელები.

ცერემონიის ამსახველი ფოტოები და ვიდეო მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ღონისძიებას არ ესწრებოდა კალათბურთელი გიორგი ცინცაძე. მან რადიო „თავისუფლებას“ დაუდასტურა, რომ ღირსების ორდენზე უარი თქვა.

magti 5g