LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი: კონგრესმენების მხრიდან ვიხილეთ რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი, ასევე ვიხილეთ „ქართველი“ სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც ჩვენებას აძლევდნენ საქართველოს წინააღმდეგ!

135
მიხეილ ყაველაშვილი

რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ხალხი არჩევნების შემდეგ ამ უპრეცედენტო ღალატისთვის ყველას სათანადო ადგილს მიუჩენს.

ნატალი საბანაძე: პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის „ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! – თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ბრძოლაში, რომ არასწორ მხარეს არ აღმოვჩნდეთ

„რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი.

ასევე ვიხილეთ „ქართველი“ სერგო ორჯონიკიძეები, მოღალატე, უსამშობლო, უსახო, უსახელო და უგვარო მტრები, რომლებიც კონგრესმენებს ჩვენებას აძლევდნენ საქართველოს წინააღმდეგ!

არჩევნების შემდეგ ამ უპრეცედენტო ღალატისთვის ყველას სათანადო ადგილს მიგიჩენთ ქართველი ხალხი!“ – წერს ყაველაშვილი.

„ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს“ – კონგრესმენი სტივ კოენი

,,საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ კანონს შეერთებულ შტატებთან არანაირი კავშირი არ აქვს” – მეთიუ მილერი

„უცხოური აგენტების კანონი” მთავრობის ანტი-დემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია – კონგრესმენი ჯო უილსონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები