მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს ვატიკანში, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაველაშვილი ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება.
„პრეზიდენტი ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.“ – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია შაბათს გაიმართება და მას სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.
რომის პაპის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა – ვატიკანმა ოფიციალური სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა
დონალდ ტრამპი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება
„პაპი ფრანცისკე ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის“ – ვოლოდიმირ ზელენსკი