მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, რომში იმყოფება.
ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
დახვედრის ცერემონია „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში გაიმართა.
პრეზიდენტი 26 აპრილს, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
დელეგაციაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.