საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინაუგურაციის ღონისძიებას საარჩევნო კოლეგიის წევრები – ე.წ. ხმოსნები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და პრეზიდენტის ოჯახის წევრები დაესწრებიან.
საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა და მას ცენტრალური საარჩევნო კომისია უძღვებოდა.
პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნები 14 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში ჩატარდა. ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. ის საარჩევნო კოლეგიაში “ქართული ოცნების“ 224-მა ხმოსანმა აირჩია. არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.
„რატომ ვიყავი რიგ შემთხვევაში რადიკალური და აგრესიული? – ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ეროვნულ ინტერესს, გულწრფელობა ჩემი ორგანული მდგომარეობაა და ამას ნამდვილად ვერ შევიცვლი“ – რას ამბობს მიხეილ ყაველაშვილი „იმედის კვირასთან“
ამის შესახებ კოლეგიის მიერ არჩეულმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.