LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, შვილები და სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტები: ფოტოები ინაუგურაციიდან

1522
მიხეილ ყაველაშვილი

„ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა! ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ“, – განაცხადა დღეს, 29 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნა. საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადო. ღონისძიებას ესწრებოდა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

⭕ პარლამენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა ⭕ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on შაბათი, 28 დეკემბერი, 2024

ყაველაშვილი საინაუგურაციო ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონია. ის ცნობილი ქართველი მომღერლის, ლიზა ბაგრატიონის დაა. თამარ ბაგრატიონს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი, გიორგი ივანიშვილი, რომელიც როგორც მედიაში წერენ, წარმატებული ფეხბურთელია. 

დღევანდელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იყ­ვნენ, მისი შვი­ლე­ბი – მარიამი, გურამი, ელისაბედი, გერი გიორგი ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ყაველაშვილის მეუღლე.

⭕👇საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული, მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად 📸 Zakaria Tsiklauri #fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on კვირა, 29 დეკემბერი, 2024

რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილის სიტყვასა და მთავარ აქცენტებს, ფიცის დადების შემდეგ ყაველაშვილმა აქცენტი მშვიდობაზე, ეროვნულ ინტერესებზე, ქართულ სუფრაზე , ოჯახსა და „უნიკალურ კულტურაზე“ გააკეთა.

„ჩვენ შევქმენით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია, დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით – საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს“, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ქართველ ხალხს ხასიათი „გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა“.

მისივე თქმით, „სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა“.

„ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი – ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ.

ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული“, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g