LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა

134
მიხეილ ყაველაშვილი

„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, „კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ“.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში გასული წლის 18 ივლისს მიიღო.

გიორგი მსხილაძე: „პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერებას, მის საბოლოო გაუქმებას“

აღნიშნული სარჩელით სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას ითხოვდა. მისი განცხადებით, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

magti 5g