LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილს 13 ქვეყნის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

186
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ ყაველაშვილს 13 ქვეყნის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, რწმუნებულთა სიგელების გადაცემა ცერემონიის ფონზე წარიმართა.

„მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალის, მალის, კორეისა და ტაჯიკეთის ელჩებმა გადასცეს.

მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და ელჩებს თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g