მიკოლაევის მერ ალექსანდ სენკევიჩის ინფორმაციით, ქალაქში გამთენიისას ძლიერი აფეთქებები მოხდა. მისი თქმით, რუსმა დამპყრობლებმა მიკოლაევის ორი უბანი დაბომბეს.
სენკევიჩის განცხადებით, აფეთქებების შედეგად ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში კორპუსები დაზიანდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ხანძრის გაჩენის შესახებაც.
ალექსანდ სენკევიჩი მიკოლაევის მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და სახლებში დარჩნენ.