LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკრობანკის „ემბისი“ უნიკალური ანაბარი – ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა

545
ეთო ჩაჩიბაია

დაზოგვის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და მომგებიანი ხდება – მიკრობანკმა „ემბისი“ მომხმარებლებს წარუდგინა ანაბარი, რომელიც ბაზარზე სარგებლის მიღების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

ეთო ჩაჩიბაია, მიკრობანკის „ემბისი“ საოპერაციო დირექტორი:

– მოგეხსენებათ, „ემბისიმ“ მიკრობანკის ლიცენზია 2024 წლის ბოლოს მოიპოვა. მანამდე, თითქმის 12 წლის განმავლობაში, ქართულ ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახით ვოპერირებდით და სწორედ ორი წლის წინ გავხდით პირველი მიკრობანკი საქართველოში. ამ პერიოდიდან მოყოლებული აქტიურად ვმუშაობთ ახალ საბანკო პროდუქტებზე და მათ ეტაპობრივად ვთავაზობთ მომხმარებლებს.

ჩვენი მიმდინარე სიახლე ვადიანი ანაბარი გახლავთ, რომელზეც დიდი ხანი ვმუშაობდით. თავიდანვე გადავწყვიტეთ, ბაზარზე გამოგვეტანა განსხვავებული პროდუქტი. ვფოკუსირდით ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა მაღალი სარგებელი, ანაბარზე თანხის ნებისმიერ დროს დამატების შესაძლებლობა, მოქნილობა და უსაფრთხოება. სწორედ ეს ბალანსი გვგონია, რომ იქცევა ამ პროდუქტის მთავარ უპირატესობად.

ჩვენმა ვადიანმა ანაბარმა ბაზარზე გამოჩენამდე შესაბამისი ეტაპები გაიარა – თავდაპირველად შევისწავლეთ ბაზარი, მომხმარებლების მოთხოვნები, მოლოდინები შევადარეთ ერთმანეთს და ა.შ. და დავინახეთ ტენდენციები, რომ მომხმარებელს ხშირად უწევდა არჩევანის გაკეთება მაღალ სარგებელსა და უსაფრთხოებას შორის, მაღალ სარგებელსა და თანხის დამატებას შესაძლებლობას შორის. ამდენად, ვეცადეთ, ეს ბარიერები მოგვეხსნა და ერთ პაკეტში შეგვეთავაზებინა ზემოთ ნახსენები ძირითადი კომპონენტები.

– მოდით დეტალურად ვისაუბროთ ამ კომპონენტებზე. დავიწყოთ ანაბრის პირობებით და იმის განმარტებით, რას გულისხმობს მოქნილი ვადები?

– უპირველესად აღვნიშნავ, რომ აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ლარში, ისე აშშ დოლარში – ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 13.5%-მდეა, ხოლო აშშ დოლარში – 6.8%-მდე. დანაზოგის განთავსება შესაძლებელია, მაქსიმუმ, 2 წლის ვადით. მომხმარებელი თავად ირჩევს ვადას და სარგებლის დარიცხვის პერიოდულობას – ეს შესაძლებელია იყოს თვის ბოლო ან ანაბრის ვადის ბოლო. რაც შეეხება ანაბარზე თანხის ნებისმიერ დროს დამატების შესაძლებლობას, ბაზარზე, რა თქმა უნდა, იპოვით ანაბარს, სადაც დაშვებულია თანხის დამატების შესაძლებლობა, თუმცა ვერ ნახავთ პროდუქტს, რომელსაც ერთდროულად გააჩნია მაქსიმალური სარგებელი და თანხის დამატების შესაძლებლობა. ჩვენ ეს ვაქციეთ ერთ-ერთ უპირატესობად.

 – რას ნიშნავს ანაბრის 100%-იანი დაზღვევა?

– დავიწყოთ იმით, რომ „ემბისიში“ ანაბრები დაზღვეულია დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ. უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ყველას სურს, რომ მისი დანაზოგი იყოს დაცული და მასზე წვდომა ჰქონდეს მარტივად და სწრაფად. ჩვენი ვადიანი ანაბრის მაქსიმალური ლიმიტი არის 50 000 ლარი. სწორედ ამ ლიმიტის ფარგლებში აზღვევს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დანაზოგებს. მომხმარებლებს შეუძლიათ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ მათი თანხა არ დაიკარგება, სახელმწიფო დაზღვევის სისტემა ძალიან ეფექტურია.

– როგორ უნდა გახსნას მომხმარებელმა თქვენთან ანაბარი, რა ეტაპების გავლა მოუწევს?

– შეგახსენებთ, „ემბისი“ ამ ეტაპზე წარმოდგენილია 18 ფილიალით და თითქმის მთელ საქართველოს ფარავს. ჯერჯერობით, ანაბრის გასახსნელად ჩვენს ფილიალში ვიზიტი დაგჭირდებათ, ამჟამად ანაბრის სრულად დისტანციურად გახსნა შეუძლებელია, თუმცა როგორც ზემოთ ვახსენე, ჩვენ ეტაპობრივად ვამუშავებთ ახალ საბანკო პროდუქტებს – უკვე ერთ წელზე მეტია ვმუშაობთ ინტერნეტ ბანკზე და იმედი მაქვს, სულ მალე, რამდენიმე თვეში ჩვენი მომხმარებლები ამ მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ.

ფიზიკურ პირს ფილიალში ვიზიტისას მოეთხოვება იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც სალაროში შემოტანით, ისე გადმორიცხვით. აქვე დავძენ, რომ ჩვენი ანაბარი აბსოლუტურად იდენტური და უნიკალურია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. როგორც წესი, ბაზარზე იურიდიული პირებისთვის ანაბარზე სარგებელი არის უფრო ნაკლები. ჩვენ არ წავედით იგივე პრინციპით და ერთი და იგივე პარამეტრები შევიმუშავეთ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

– როგორი მოლოდინები გაქვთ ახალ პროდუქტთან დაკავშირებით?

– ერთი კვირაა, რაც ვადიანი ანაბარი წარვადგინეთ და გვიხარია, რომ უკვე დადებით უკუკავშირს ვიღებთ როგორც ფილიალებში მოსული მომხმარებლებისგან, ისე მათგან, ვინც სატელეფონო ქოლცენტრში გვიკავშირდება. რა თქმა უნდა, სანამ პროდუქტს ბაზარზე გამოვიტანდით, ჩვენი გათვლები გვქონდა და ვფიქრობთ და  დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი გამართლდება. ვნახოთ, წლის ბოლომდე დიდი დროა, შიდა და გარე ფაქტორებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ იმედი გვაქვს, ზუსტად იმ გეგმას შევასრულებთ, რაც წლის დასაწყისში დავისახეთ. ვფიქრობთ იმასაც, რომ ჩვენი ეს შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესო იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც ჩვენთვის სტრატეგიული პრიორიტეტი გახლავთ. მოვუწოდებ ყველას, კარგად მოიძიონ ბაზარზე არსებული პირობები, შეადარონ, გადაიაზრონ შეთავაზებები და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.

– და ბოლოს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „ემბისის“ ინვესტორია საპენსიო ფონდი, რას ნიშნავს ეს მომხმარებლისთვის და თავად კომპანიისთვის?

– მოგეხსენებათ, ჩვენ სახსრებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ვიზიდავთ. ისინი, ბუნებრივია, გულდასმით სწავლობენ კომპანიებს, მათ ფინანსურ მდგრადობას, რისკიანობას, მომგებიანობას და ა.შ. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მკაცრად სწავლობს საპენსიო ფონდი. ცხადია, საპენსიო ფონდის ინვესტორობა არის სანდოობის გარანტია. ასეთი ინვესტორის ყოლა კომპანიისთვის არის ძალიან საამაყო, მომხმარებლისთვის კი განსაკუთრებით საყურადღებო, რადგან ეს ფაქტორი მათ მოსაზრებას კომპანიის უსაფრთხოებაზე მხოლოდ ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g